|
2024-05-30 16:43:31, 375 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას
ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას - კიბო განაჩენი არ არის“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)