|
2024-05-30 16:14:52, 601 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი 9 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება
9 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ არის დადებითი სტატისტიკა და მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს. "ვემზადებით აქტიურად ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს. მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით. ახალი ინფრასტრუქტურით ხდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს, ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე, მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს", - განაცახდა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონში უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების 10 % იანი მატებაა. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ზაფხულში ბათუმის აეროპორტიდან 12 ზე მეტი მიმართულებით შესრულდება რეისები. აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. სიახლეებით ხვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი. დასასრულს უახლოვდება ახალ ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ასევე ველობილიკის რეაბილიტაციის პროექტი. წელს ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ჩემიპონატს ქვიშის ფეხბურთში. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)