|
2024-05-29 17:36:29, 460 ნახვა
საზოგადოება
„აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა“ - ომბუდსმენის წარმომადგენლებმა აქციებზე დაკავებულები მოინახულეს
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, აქციებზე დაკავებული ორი მოქალაქე მოინახულეს. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები ჰქონდა და აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. ამავე განცხადების თანახმად, მეორე დაკავებულმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. "სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, აქციებში მონაწილე ორი დაკავებული მოქალაქე მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია დღეს, საჯაროდ გავრცელდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა დააზუსტა ინფორმაციის დეტალები. აღნიშნულის შემდგომ კი, სახალხო დამცველის რწმუნებულები დაუყოვნებლივ შეხვდნენ დასახელებულ ორ პირს, მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების დადგენის მიზნით. ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია. მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო, კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეატყობინა დაკავებულების ადვოკატს. სახალხო დამცველის აპარატი მზად არის ნებისმიერი უფლებადარღვევის, მათ შორის, პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივ გაატაროს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზს - 14 81",- ნათქვამია აპარატის განცხადებაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)