|
2024-05-29 17:22:52, 312 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს განხორციელებული სამუშაოს ანგარიში და მიღწეული შედეგები ოთარ შამუგიამ წარუდგინა. მინისტრმა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის ხედვებზე ისაუბრა. ოთარ შამუგია სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამინისტრო, ერთი მხრივ, გააგრძელებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებების გათვალისწინებით, მოამზადებს და აამოქმედებს ახალ პროგრამებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას. დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება; აქცენტი გაკეთდება ტყის აღდგენის სამუშაოებზე, განსაკუთრებით ჭალის ტყეებისა და უნიკალური ეკოსისტემების მოვლა-აღდგენაზე; დამტკიცდება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმები, რომელთა მიზანია საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და შესრულება; გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება; გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა; გაფართოვდება სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას; მეტად დაჩქარდება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების სისტემების გაუმჯობესება, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს დამატებით 16 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა მთავრობის გუნდს, საქართველოს პარლამენტს, მათ შორის განსაკუთრებით გამოყო აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები, აქტიური თანამშრომლობისთვის. „მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მადლობა დარგობრივ ასოციაციებს, ფერმერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ შედეგების მიღწევაში რომელზეც 2023 წლის ანგარიშის წარმოდგენის დროს ვისაუბრე“, - განაცხადა შამუგიამ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)