|
2024-05-29 16:37:00, 307 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ქვეყანაში აკვაკულტურის და მეცხოველეობის მიმართულებით, არსებულ პოტენციალზე და მიმდინარე ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას. გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად დამტკიცდა შესაბამისი ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე, რაც აჩენს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის, შესაბამისად, ათეულ ათასობით ტონა თევზისა და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. „გარემოს ეროვნული სააგენტო სხვა სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რამდენიმე ლოკაციაზე სანებართვო პირობების შემუშავებისთვის და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, რომ გამოვაცხადებთ აუქციონებს რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესს განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს შიდა წყლის აკვაკულტურის განვითარებასაც“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რომ 2024 წლის 2 აპრილს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამ აღიარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან შესაძლებელი გახდა საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)