|
2024-05-29 11:56:47, 360 ნახვა
საზოგადოება
მატეს უნივერსიტეტის (უნგრეთი) დელეგაციის წევრებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (მატე) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დელეგაციას უნგრეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი ხელმძღვანელობდა. „უნგრეთის აგრარული და სიცოცლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების პროფესორებმა ბაზაზე არსებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა. მემორანდუმი სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)