|
2024-05-29 10:58:27, 356 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო. ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ გაბუნიამ განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროგრამამ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ გაზარდა მოსახლეობის დაცულობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული დანახარჯებისგან. “გვსურს აღვნიშნოთ,რომ ახალი გლობალური პროგრამა კარგად განსაზღვრავს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად გამოწვევებს. გარკვეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკით, ერთობლივი ქმედებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით საკმაოდ რეალისტურია პროგრესის დაჩქარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის , ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რეაგირების, ადამიანის ბიომონიტორინგის,გარემოს ჯანმრთელობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში. საქართველოს ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები სრულად შეესაბამება გენერალურ პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს საშუალება მისცა, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისით დაფარვა მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოქალაქისთვის და დაიცვას ისინი ჯანმრთელობისა და ფინანსური ტვირთისგან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი სტრატეგიების დაგეგმვაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, უზრუნველყოფასა და მის დაცვას. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენი მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა სტრატეგიული ამოცანების მიღებისა და განხორციელებისადმი, რომლებიც „2025-2028 წლების მუშაობის მეთოთხმეტე გენერალური პროგრამის პროექტშია“ ასახული. პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო მიზნად ისახავს შექმნას უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავალი საკუთარი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მიხეილ სარჯველაძე - ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, თამარ გაბუნია დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)