|
2024-05-28 17:59:13, 427 ნახვა
საზოგადოება
მერია - ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება
ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო, რომლის სისტემატური შემოწმება და გასუფთავება ხდება. ცხაურების გაწმენდის სამუშაოებს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული ცხაურები 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ იქნა დაყენებული. ჩვენ სისტემატურად ვწმენდთ მათ, რომ ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნას. აღნიშნული სამუშაოები უხვი ნალექის მოსვლამდეც ჩავატარეთ. ბოლო დღეებში, ძლიერი წვიმის დროს, დედაქალაქში ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს ადიდებული იყო მდინარე ვერე. ჩვენ ვაკვირდებით მდინარის კალაპოტის ცვლილებას და ვატარებთ შესაბამის ღონისძიებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საკრებულოს წევრები ავთანდილ ცინცაძე, ოთარ გრიგოლია და თინათინ ნიბლოშვილი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)