16:32 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 15:09:22, 553 ნახვა

მსოფლიო
Reuters - შვეიცარიის პარლამენტმა რუსი და სხვა უცხოელი ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების გამკაცრების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ რუსი და სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების გამკაცრების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რადგან  „შვეიცარია დიდი სამიტის მასპინძლობისთვის ემზადება, რომელიც მიზნად ისახავს, გზა გაუხსნას უკრაინაში მშვიდობას". ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, კანონპროექტს, სახელწოდებით „რუსი ჯაშუშების და სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუშების სისტემატიურად გაძევება“, შვეიცარიის ზედა პალატის კანონმდებლებიდან 32-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო.

„უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია რეაგირებს თავისი უსაფრთხოების დარღვევებზე და იცავს საკუთარ თავს“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, რომელმაც აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც მედია აღნიშნავს, ამჰერდის თქმით, მთავრობას სურდა, თანმიმდევრულად განედევნა დაზვერვის აგენტები, რომელთა საქმიანობაც საფრთხეს უქმნის შვეიცარიის უსაფრთხოებას ან მის, როგორც მასპინძელი სახელმწიფოს როლს.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს, შვეიცარია ქალაქ ლუცერნის მახლობლად სამიტს უმასპინძლებს, რაც მიზნად ისახავს, გზა გაუხსნას მომავალ სამშვიდობო პროცესებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics