15:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 15:35:08, 529 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ვეღარ გააგრძელებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

ლანდსბერგისის თქმით, „თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ვეღარ გააგრძელებს“.

„ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს დღევანდელ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს, იქნება საჯარო განახლება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობასა და ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე.

ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან ცხადი სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონი საბოლოო ვერსიით მიღებული იქნება, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ვეღარ გააგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი - რომელიც მიიღეს პირობებით და თუ პირობები შესრულებული არ იქნება - აღარ არსებობს. ეს პოლიტიკური კონცეპტია, ამიტომ მისი შეწყვეტა შესაძლებელია“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics