00:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 11:23:55, 428 ნახვა

საზოგადოება
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსთაველის ეროვნულ თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრისტან სარალიძე 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში, ხოლო 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics