|
2024-05-26 13:39:13, 387 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია
თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. „ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სახელმწიფო სუვერენიტეტი, ტერიტორიების ხელშეუხებლობა და მოსახლეობის უფლება, მართონ ქვეყანა თავიანთი რწმენისა და ნებისამებრ მნიშვნელოვანია. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს დამოუკიდებლობა და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ დღესაც გვიწვეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)