|
2024-05-24 16:39:20, 359 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო, 26 მაისთან დაკავშირებით, მცხეთაში კონცეფციით, „საქართველო ღვინის სამშობლო“ იქნება წარმოდგენილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, ქართლის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების "მრავალფეროვნება; მოეწყობა ე.წ. სომელიეს კუთხე, სადაც კონკურსის „საუკეთესო სომელიე 2021“-ის გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილი პროფესიულ დეგუსტაციას გამართავს. ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი სივრცე, გაიმართება საბავშვო და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები; ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო ტექნიკის გამოფენის დათვალიერება იქნება შესაძლებელი 17.10 საათზე აფხაზეთის კაპელა შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ზუგდიდში და ოზურგეთში წარმოადგენს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)