|
2024-05-24 15:08:10, 449 ნახვა
საზოგადოება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აცხადებს საგრანტო კონკურსს სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონკურსი მოიცავს სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარებზე:
„თითოეული მხარდაჭერის პაკეტის ქვეშ, თანამონაწილეობითი გრანტი დააფინანსებს გრანტის მთლიანი ღირებულების 70%-ს და ითვალისწინებს ბენეფიციართა თანაინვესტირებას გრანტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 30%-ის ოდენობით. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი. განაცხადის წარდგენის წესების, საჭირო დამატებითი დოკუმენტებისა და წახალისებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.FAOGRANTS.ge“, აღნიშნულია უწყების ინოფრმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)