|
2024-05-24 15:02:58, 352 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი წარადგინა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი ლევან ღირსიაშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საბჭოს აპარატის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენები და არსებული ვითარება მიმოიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. "ლევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით დაინიშნა. ლევან ღირსიაშვილი 2022 წლის აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. 2019 - 2022 წლებში იგი იკავებდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2018 წლიდან 2019 წლამდე ლევან ღირსიაშვილი იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ხოლო 2015 - 2017 წლებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)