|
2024-05-24 13:10:51, 385 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტო 26 მაისს ოზურგეთში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩატარდება კულინარიული მასტერკლასი. „ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; გაიმართება საბავშვო სპექტაკლი; გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა; მოეწყობა საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები. 17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)