|
2024-05-24 11:48:03, 306 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - დღეს დასრულდა მთელი ის კამპანია, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული და მიზნად სახელმწიფოს დასუსტებას ისახავდა
ეს იყოს მრავალწლიანი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის უკანონოდ გასათავისუფლებლად მისი კანონიერი პატიმრობიდან და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ე.წ. შიმშილობის კამპანია გაიხსენა. „ჩვენ გვახსოვს ე.წ. შიმშილობის ეპიზოდი, როდესაც მათ, ასევე, შეიტანეს სარჩელი და ითხოვდნენ დროებითი ღონისძიების გამოყენებას, თუმცა, სასამართლომ ეს სარჩელი ამორიცხა. ასევე, 2024 წლის 18 აპრილს მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სააკაშვილის არსებული სარჩელის ამორიცხვა და მიზეზად მიუთითეს ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. ამის მიუხედავად კი, ერთი კვირის თავზე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია. ევროპარლამენტართა გარკვეული ნაწილი მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძემ დიპლომატიური კორპუსის დემარშიც გაიხსენა. „მე მახსოვს არაერთი დემარში, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსისგან, ასევე, კამპანია, რომელიც ძალიან კარგად იყო დაფინანსებული, სახელწოდებით „ფრი მიშა"; ასევე, მახსოვს კამპანია „გადაიყვანეთ", „გადმოიყვანეთ" და ასე შემდეგ. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობდა, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, მოწამვლა და ასე შემდგომ. ამ ყველაფერს, სამართლებრივადაც კი, მაშინვე გამოეცალა საფუძველი, ეს კი უკვე არის საბოლოო განაჩენი სააკაშვილის მიმართ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააკაშვილი იხდის კანონიერ სასჯელს და მთელი ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის უკანონოდ გასათავისუფლებლად მისი კანონიერი პატიმრობიდან და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. ანუ აღარავითარი საფუძველიც კი აღარ გააჩნია მსგავსი ტიპის კამპანიას", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. „მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა როგორც დღევანდელ გამარჯვებაში, ასევე ყველა სხვა გამარჯვებაში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, დამუნათების, ფაქტობრივად, სახლებში შევარდნის, მათი ოჯახის წევრების დევნის მიუხედავად, პატიოსნად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე. სწორედ ამ ადამიანების გაერთიანებამ მოიტანა ის, რომ დღეს საქართველო არის ნამდვილად წელგამართული მთელი მსოფლიოს წინაშე იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ, აღმოჩნდა სიმართლე. ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, არამედ გვყავს მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)