|
2024-05-24 11:39:16, 386 ნახვა
საზოგადოება
მერია - ვაზისუბანში სკვერი და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
ისნის რაიონის გამგეობამ, ვაზისუბნის IV მ/რ, პირველი კვარტალი, კორპუსი N4-ის მიმდებარედ, სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შესრულებული სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 545 000 ლარით დაფინანსდა. "პროექტის შედეგად, 3 150 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და LED განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და პარლამენტის დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული პროექტი დაათვალიერა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)