|
2024-05-24 11:13:43, 302 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით უმასპინძლებს
26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 13:00-დან 18:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მდებარე გამორჩეული დაცული ტერიტორიების, მარტვილის კანიონის, კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ. „სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ. 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიება დასრულდება ნატო გელაშვილის, გიორგი ჭოხონელიძის, ლუკა ჭოხონელიძის, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიტა როხვაძის, ვერიკო ტურაშვილის, ანსამბლი „ფორტეს“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონის“ კონცერტით“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)