|
2024-05-22 18:02:46, 324 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ განათლებისთვის - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია
ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და „ლიბერთისთან“ თანამშრომლობით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. „ლიბერთი“, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს ინოვატორი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაუშვებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს 395 -მა მოსწავლემ 92 პროექტი წარმოადგინა. მონაწილე გუნდები, როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან, მათ შორის 48% რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისის სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილი. კონკურსში მონაწილე გუნდებმა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, კერძოდ ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება წარმოადგინეს, რომლებიც დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს და გამოავლინეს შემდეგი ნახევარფინალისტები:
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და „ლიბერთი ბანკი“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)