|
2024-05-22 15:53:19, 302 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი UN FAO-ს ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესიას დაესწრო
იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სესიაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაბალი ემისიის და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების გაძლიერებაში ინოვაციებისა და დიგიტალიზაციის როლზე იმსჯელეს. „ყურადღება გამახვილდა ცვლილებებისა და გამოწვევების დროს სოფლის მეურნეობის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და წყლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის, გლობალური და რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების ტრანსფორმაციაზე. ევროპის რეგიონული კონფერენცია აერთიანებდა FAO-ს წევრ ქვეყნებს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ასევე, გაეროს ფონდის, პროგრამების და სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს. FAO-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ინიციატივის „ერთი ქვეყანა ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ ფარგლებში, ქართულმა მხარემ ქართული ღვინო წარადგინა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)