|
2024-05-21 15:49:51, 373 ნახვა
საზოგადოება
მერია - სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება
ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მე-2 სართულზე დიაფრაგმების ყალიბების მოწყობა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ მისამართზე სამსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი იყო. ქირით გაყვანილი გვყავს 36 ოჯახი. ოქტომბერში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ამ ადამიანებს ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. გარდა ამისა, 10 ბინა გადმოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რომელსაც გადავცემთ უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)