|
2024-05-20 19:44:08, 413 ნახვა
საზოგადოება
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა
წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციურის ცნობით, მოსწავლეებს პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური თეთრი მაისურები, რომლებზეც სტუმრებმა მისალოცი წარწერები გააკეთეს. "ღონისძიების ფარგლებში გიტარის პედაგოგთან ერთად მსჯავრდებულების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები; კონცერტი გამართა ჯგუფ „ფრანის" სოლისტმაც; გამოიფინა მსჯავრდებულთა ნახატები და ხის ნამუშევრები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვა და მათთვის პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომლის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ. №11 დაწესებულებაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)