17:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 14:38:24, 480 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ირანის მინისტრთა კაბინეტმა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიშნა

ავიაკატასტროფაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის შემდეგ, ირანის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის პოსტს, სავარაუდოდ, მოჰამად მოჰბერია დაიკავებს, ხოლო ირანის კონსტიტუციის თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, მოჰამად მოჰბერიამ აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტ რაისის გზას გაჰყვებიან „დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებაში“.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics