22:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 14:10:39, 423 ნახვა

პოლიტიკა
Politico - დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს

დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Politico აქვეყნებს.

როგორც Politico წერს, მოიპოვეს კანონპროექტის ვერსია, რომლის მიხედვითაც, სანქციების სამიზნე პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავი ორგანოებიც გახდებიან. 

გამოცემის ცნობით, კანონპროექტი, რომელსაც სამხრეთ კაროლინის "რესპუბლიკელი" წარმომადგენელი ჯო უილსონი კონგრესში წარადგენს, ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს. 

როგორც Politico წერს, კანონპროექტით სანქციები განსაზღვრულია მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებსაც "აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისთვის".

"სასჯელი ასევე გამიზნული იქნება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებზე, რომლებმაც შეაჩერეს პროტესტი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ",- წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის ვიზიტსა და თეთრი სახლის პრესსმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, საქართველოსთან ურთიერთობა ფუნდამენტურად გადააფასოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics