|
2024-05-20 09:18:06, 435 ნახვა
მსოფლიო
CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა
ირანულმა მედიამ, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მთიან პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN ირანის სახელმწიფო მედიაზე Press TV და საინფორმაციო სააგენტოებზე -Tasnim და Mehr დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. მანამდე, ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ვერტმფრენს, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, ძლიერ ნისლში პრობლემები შეექმნა ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მოგზაურობიდან დაბრუნებისას. შემთხვევას მოჰყვა მრავალსაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ევროკავშირისა და თურქეთის დახმარებით, თუმცა ღონისძიებას უამინდობა აფერხებდა. შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)