|
2024-05-19 13:55:29, 458 ნახვა
საზოგადოება
ფერაძე - არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია
არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. ფერაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა, მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "მადლობა ყველა ნაცნობ თუ უცნობ მეგობარს არნახული მხარდაჭერისთვის. არანაირი სასოწარკვეთა და დანებება, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ადგილი ევროპაშია",- წერს ფერაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ საქართველო დატოვა. როგორც აქტივისტი განმარტავს, "მძიმე გარემოებების" გამო, ევროპაში გამგზავრება მოუწია. პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმებოდა სამოქალაქო აქტივისტის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავება და ფერაძემ საქართველო სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)