|
2024-05-18 15:52:20, 403 ნახვა
საზოგადოება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება, - ასე გამოეხმაურა ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაზე. დაფიონის განცხადებით, მათი გუნდიდან არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, დიპლომატიური მიდგომა ვისაც სურდა, ამისთვის ერთ წელზე მეტი დრო ჰქონდათ. "ჩვენ უარს ვაცხადებთ "რუსულ ოცნებასთან" ნებისმიერი სახის დისკუსიაზე, ვინაიდან რეპრესიული "რუსული კანონი" უკვე მესამე მოსმენით მიღებულია და სამართლებრივ კორექტირებას აღარ ექვემდებარება. დიპლომატიური მიდგომა თუ ვინმეს სურდა, ამისათვის მინიმუმ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ. ჩვენი გუნდიდანაც არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, სანამ აქტიურ სამოქალაქო წინააღმდეგობაში არ გადავედით და სანამ არ დაიწყეს ჩვენი ოჯახების ტერორი. ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა იქნება სტუდენტური ფიცის ღალატი. იმ რეპრესიულ რეალობაში, რაც "რუსულმა ოცნებამ" შეგვიქმნა ყველანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. დისკუსია და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ თანასწორთა შორის და არა მონასა და ბატონს შორის, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ რუსეთის მონები და ვიბრძოლებთ სანამ რუსული რეჟიმი საქართველოში არ დამთავრდება", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 17 მაისს, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს "უცხოური გვალენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო საჯარო დისკუსია შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)