04:38 - 14 Aug, 2026
|
2024-05-17 17:18:16, 398 ნახვა
საზოგადოება
მერია - კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ოჯახთან ერთად შეუერთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა. „დღევანდელი დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა, რაც ოჯახში ტრიალებს, გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად. ეს არის ღირსშესანიშნავი და ხელშეუხებელი სიწმინდე. ვამაყობ იმ კულტურით და ტრადიციებით, რომელიც უკავშირდება ოჯახს და ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის მფარველი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)