04:38 - 14 Aug, 2026
|
2024-05-17 16:46:24, 541 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა
დღეს, 17 მაისს საქართველოში "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე" აღინიშნა. თბილისში, ამ დღესთან დაკავშირებით, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა მცირე პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის შემდეგ, ქაშვეთიდან სამების საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მოქალაქეებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდნენ. მსვლელობის ბოლოს, სამების ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდა. თბილისის გარდა, ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)