|
2024-05-17 15:10:29, 593 ნახვა
სამართალი
შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა. "გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. განვმარტავთ, რომ სატელევიზიო ეთერებში, გაჟღერებული პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოხების მართვის ცენტრი „112"- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა. გარდა ამისა, აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია. ამასთანავე, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)