|
2024-05-17 13:39:49, 454 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება
ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალ-ყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ახლაც ჩვენი პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას. ამ კანონის მომხრეთა შორისაც და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის, ახალგაზრდობა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა. როგორც სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, "გადამწყვეტი მნიშვნელობა სიყვარულს აქვს". "ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალ-ყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ახლაც ჩვენი პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას. ამ კანონის მომხრეთა შორისაც და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის, ახალგაზრდობა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება. ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება; მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, წარმოქმნას თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა". როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლი და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ პატარა მიზეზმაც კი გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპისპირება. ამიტომ აქვს სიყვარულს გადამწვეტი მნიშვნელობა და სიყვარულის უმთავრესი სკოლა არის ოჯახი",- განაცხადა მეუფე შიომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)