|
2024-05-16 17:03:45, 562 ნახვა
საზოგადოება
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის ჩატარება გაუმართლებლად მიგვაჩნია“ - 4GB გაუქმდა
ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ფესტივალის გაუქმების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ფესტივალის ბილეთი შეიძინეს, მომავალ 4GB-ზე შეძლებენ დასწრებას, ან ბილეთის დაბრუნებას 10 ივნისის 19:00 საათამდე. "გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია! ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს! შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე. ჩვენ ისევ შევხვდებით!" - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)