|
2024-05-16 12:40:47, 438 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ისანში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. „ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები; დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ასევე, საჭიროა გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა, რათა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)