2024-05-16 10:46:39, 243 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს რისთვის ირჩევს მოსახლეობა, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს?
წარმოიდგინეთ, ჩვენ, ხელისუფლებას რომ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა და დაგვეშვა შეცდომა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი ქვეყანაში, დღეს სად ვიქნებოდით? ჯოჯოხეთი იქნებოდა საქართველოში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ამით ქვეყანას ომი აარიდა. „გავიხსენოთ, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რა განცხადებები კეთდებოდა იმავე ადამიანებისა და ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, სანქციების მიერთება-არმიერთებასთან დაკავშირებით. მე ერთი რამ მიკვირს - ჩვენ რა გვგონია, ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს ირჩევს მოსახლეობა და რისთვის ირჩევს, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს? თუ მათი ქვეყნების ინტერესები გაატარონ? ამიტომ, არ უნდა მოგვერიდოს. პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, მერე - სხვა. ყველას ენაცვალოს ჩვენი თავი, მაგრამ ამ ქვეყნის ინტერესის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა. სხვა ქვეყნის ინტერესის გატარება ჩემი ქვეყნის ხარჯზე, მიუღებელია. რაც უკრაინაში ხდება, ეს უმძიმესია და მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი კატასტროფა ხდება. მინდა, გამარჯვება, მშვიდობა ვუსურვო უკრაიანას. ამას არავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვებთ. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას ვერ მივცემთ კუბილიუსებს და მსგავსი ტიპის ევროპარლამენტარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|