00:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-15 13:26:53, 687 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ამის შესახებ დეპუტატებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, „ხალხთან ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ".

„დაუღალავი და სამაგალითო ახალგაზრდა თაობა ითხოვს: თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას, რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომელსაც თავს ესხმის ხელისუფლება.

გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. შეუძლებელია, მათ ესაუბრო რამე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება. ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე.

მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

დღეს არის ერთობის დრო და გვინდა, მოვუწოდოთ ყველა პროდასავლურ პარტიას, გვერდით გადავდოთ პარტიული საკითხები თუ ინტერესები, გავერთიანდეთ მთავარი ეროვნული იდეის გარშემო, ფარად აღვუდგეთ სამშობლოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში მყოფ ახალგაზრდობას და დავიცვათ ისინი რუსული რეჟიმის ძალადობისგან",- აცხადებენ დეპუტატები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics