|
2024-05-15 10:18:34, 410 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი - ლაზარე გრიგორიადისი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - მას ვიზუალურად ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე აღენიშნება
ლაზარე გრიგორიადისი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - მას ვიზუალურად ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე აღენიშნება. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს. აპარატი აქციაზე დაკავებულ სხვა პირებთან დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას და უთითებს, რომ გრიგორიადისის გარდა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირიდან კიდევ რამდენიმე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. "სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით. მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს. აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით",- აღნიშნულია აპარატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)