|
2024-05-15 01:49:41, 513 ნახვა
პოლიტიკა
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება
საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება. - ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც არის NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ მსგავსი რამ, როგორიც ეს კანონმდებლობაა, არ შეესაბამება ამ მიზანს. :"ჩვენ კვლავ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან. მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი ექნება სათქმელი ვიზიტის დასრულების შემდეგ. ჩვენ გუშინაც ვთქვით, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც არის NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ მსგავსი რამ, როგორიც ეს კანონმდებლობაა, არ შეესაბამება ამ მიზანს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რომელიც გვაქვს საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს, გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა, თუმცა ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება. კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და სხვაგან, კანონმდებლობა, რომელიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიაორგანიზაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, არა მხოლოდ შეუსაბამოა ჩვენს ღირებულებებთან, რაც გვაქვს აშშ-ში, არამედ შეუსაბამოა ქართველი ხალხის მისწრაფებებთან" - განაცხადა ვედანტ პატელმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)