01:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 21:12:31, 342 ნახვა

პოლიტიკა
ლაცაბიძე - გამჭვირვალობა არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

მისი განცხადებით, "გამჭვირვალობა არც ერთ კონტექსტში არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად და საქართველო სწორედ უნიკალური კულტურით და ღირსებით უნდა დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში".

"როცა ევროპულ გზაზე და მომავალზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არა მარტო უახლოესი წარსულით, არამედ თავისი უძველესი ისტორიით არის ევროპის ნაწილი და ყოველთვის ასე იქნება.

გამჭვირვალობა არცერთ კონტექსტში არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად.
 
ჩვენი უნიკალური კულტურით, დემოკრატიული ღირებულებებით, ღირსებით უნდა დავუბრუნდეთ იმ ევროპულ ოჯახს, რომლის  წევრობაც, ჩვენ ისტორიულად გვაქვს დამტკიცებული.
გამძლეობა და სიმტკიცე ჩვენს გუნდს",- წერს ნინო ლაცაბიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics