01:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 19:06:45, 438 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დღეს, საქართველოს პარლამენტმა ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა

დღეს, საქართველოს პარლამენტმა ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „საქართველოს გადარჩენა კვლავ ქართველი ხალხის ხელშია“.

„2004 წელს ასლან აბაშიძემ ჩატეხა ხიდები დანარჩენ საქართველოსთან. მაშინ ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველოს ერთიანობა.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა გაწყვიტა კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, დღესაც საქართველოს გადარჩენა კვლავ ქართველი ხალხის ხელშია…

ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა. ხალხმა უნდა დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სათითაოდ მიწვდებიან. წინ საქართველო!” - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics