05:46 - 14 Aug, 2026
|
2024-05-14 15:39:43, 429 ნახვა
საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილი - მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია და ვტოვებ ამ დაწესებულებას
პროფესორი ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. ბერძენიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“,- წერს ბერძენიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 14 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის განცხადებას, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გამოხმაურებები მოჰყვა. „რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ბერიკაშვილს „არაკაცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის „სიტუაციას კარიერისთვის იყენებს".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)