|
2016-02-12 16:27:48, 726 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბინალი ილდირიმს შეხვდა
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს იფნორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზე. ბინალი ილდირიმმა თავის ქართველ კოლეგას აცნობა, რომ თურქეთის მხარე საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს. „აღნიშნული გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა–კარწახის რკინიგზის მშენებლობისათვის და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერარირებადი რკინიგზა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „იმედი მაქვს, რომ დაგეგმილ ვადებში აღნიშნულ მაგისტრალზე მატარებელი გაივლის, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს“, - აღნიშნა ილდირიმმა. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვნად გაარღმავებს. „ყოველივე ხელს შეუწყობს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიიდან ევროპაში და პირიქით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)