|
2024-05-13 14:16:26, 409 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას
საქართველოს ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთსა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. "საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც რის უდიდესი მონაპოვარია ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად",- განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)