|
2024-05-13 13:28:25, 387 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა ლოცვის არსის დამახინჯებაა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის,- ამის შესახებ ნათქვამია განმარტებაში, რომელსაც საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა ლოცვის არსის დამახინჯებაა. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო",- ნათქვამია განმარტებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 12 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლისადმი მიმართვა გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)