|
2024-05-13 12:59:25, 414 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)