06:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 12:24:55, 369 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია, საკუთარი 2 მლრდ მან დასავლეთს მიანდო

აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მან მთლიანად მიანდო დასავლეთს.

„კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს საბოლოო ჯამში ჩვენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics