|
2016-02-12 14:29:28, 719 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: 2015 წელს საქართველოს 5 897 685 ვიზიტორი სტუმრობდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საზოგადოებას 2015 წლის ანგარიში გააცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის წლის სტატისტიკური მონაცემები, შესრულებული პროექტები, საქართველოს ტურიზმის სტრატეგია, მარკეტინგული კამპანიები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, გაცნობითი ტურები, პუბლიკაციები, სხვადასხვა ღონისძიებები და დაგეგმილი პროექტები 42 გვერდიან ბროშურაშია მიმოხილული. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ქვეყანას 5,897,685 ვიზიტორი სტუმრობდა. 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს და 150-მდე ტუროპერატორს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაბა გუდაურსა და ბაკურიანში შეიქმნა ველოპარკები, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის 1100 წარმომადგენელმა საქართველოს 15 ქალაქში გადამზადების კურსები გაიარა. 2016 წელს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება. წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიას ჩაატარებს. ადმინისტრაცია მონაწილეობას გეგმავს 21 საერთაშორისო გამოფენაში. შიდა ტურიზმის წასახალისებლად ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, გაგრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო." იგეგმება ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სახელმძღვანელოების გამოცემა და სხვა აქტივობები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)