|
2024-05-10 10:00:48, 459 ნახვა
საზოგადოება
უჩა აბაშიძის დედა - იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - „სტრაიკბოლს“ თამაშობს უჩა
დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია. როგორც ლია თოდუა სოციალურ ქსელში წერს, სურათზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე უჩა აბაშიძის სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებულია. "სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ, რომ "სტრაიკბოლს" თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული",- წერს ლია თოდუა "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე გუშინ, 9 მაისს დააკავეს. აბაშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები შსს-ს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)