|
2024-05-09 11:49:01, 506 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში - პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი დაანებონ
საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. გომელაური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და თქვა, რომ უწყებამ ყველა ფაქტზე გამოძიება "მყისიერად დაიწყო". "გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, სამწუხაროდ. გამოძიება დაწყებულია. რაც შეეხება დაკავებულებს, ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, დავაკავეთ. ვაგრძელებთ გამოძიებას. კადრებსა და ინფორმაციას ვამუშავებთ. თუ კიდევ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მოხდება სხვა პირების დაკავებაც... არავის არ მოსწონს ძალადობა - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეზე, არც ჟურნალისტებზე",- თქვა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)