10:43 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 09:30:36, 363 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე ივანიშვილს - მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად,- ასე მიმართავს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

ხაზარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა.

"ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! 

ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა - ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა! 

პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით... რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად...

არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესა და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეზე, რომელიც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, თავდასხმა განხორციელდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
BBC - ირანის დროებით პრეზიდენტად მოჰამად მოჰბერია დაინიშნება
CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics